ჩვენ ვუყურებთ პრეზიდენტის ჯირყვნას საკუთარი პარტნიორების მხრიდან

ჩვენ ვუყურებთ პრეზიდენტის ჯირყვნას საკუთარი პარტნიორების მხრიდან

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია თუ რატომ არის ასეთი დამოკიდებულება უმრავლესობაში პრეზიდენტის მიმართ.

როგორც გაბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხდა, ამ ყველაფრის უკან მხოლოდ ერთი ადამანი ბიძინა ივანიშვილი დგას.

,,საუბარია პრეზიდენტზე, რომელიც წარმოადგენს ,,ქართულ ოცნებას", მაგრამ ახლა ბატონ ბიძინას არ მოსწონს მარგველაშვილი. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ მხოლოდ პრეზიდენტის ჯირყვნას საკუთარი პარტნიორების მხრიდან. ამ ყველაფრის უკან კი ყოველთვის იდგა მოქალქე ივანიშვილი. დანარჩენი პაიკები - უბრალოდ შემსრულებლები არიან. რაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული და რით არის განპირობებული, მე არ ვიცი. ერთია, რომ ოლიგარქი პირდაპირ უგულებელყოფს ინსტიტუტებს და ყველა არჩეულ თანამდებობასაც კი", - აცხადებს გოკა გაბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც "კონკურენტს" განიხილავს და "უნდა მას ხელი შეუშალოს". ამის შესახებ ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს საბოლოო ჯამში ქვეყანას აზიანებს. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ამას პრეზიდენტი მარგველაშვილი უნდა მიხვდეს.