„მე პირადად მარგველაშვილს კონკურენტად არ აღვიქვამ და არ მგონია, ის აღმიქვამდეს“

„მე პირადად მარგველაშვილს კონკურენტად არ აღვიქვამ და არ მგონია, ის აღმიქვამდეს“

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. მისი თქმით, ჯერ არ ჰქონია იმის შესაძლებლობა, რომ ამ ინტერვიუს გაცნობოდა.

“არ მქონია ჯერ საშუალება, რომ ინტერვიუ წამეკითხა. რომ წავიკითხავ უფრო გამიმარტივდება კომენტარის გაკეთება, თუმცა მე პირადად, პრეზიდენტს არ აღვიქვამ კონკურენტად და არ მგონია, ის აღმიქვამდეს”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში მთავრობისა და პრეზიდენტის ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად განიხილავს.