დღეს უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების 12 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

დღეს უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების 12 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

ჰუმანიტარულ ტვირთში შედის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, ვაქცინა ბავშვებისთვის, პირველადი დახმარების საგნები, სახარჯი მასალა დიალიზისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ჰუმანიტარული ტვირთი დღეს, 18:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაიგზავნება.

გაგზავნის ცერემინიაში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო მიიღებენ მონაწილეობას.