მილიარდერი ქურდად დაჯდა ... და დასწყევლა მარგველაშვილი

მილიარდერი ქურდად დაჯდა ... და დასწყევლა მარგველაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ინტერვიუს "პირველ რადიოსთან" საუბარში აფასებს და მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის განცხადებებით დადასტურდა, რომ იმას რასაც ახლა ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს ეს ივანიშვილის მითითებაა.

„რასაც მოსუმიმე ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას რომ რასაც ღარიბაშვილი ამბობს აკეთებს თუ როგორც იქცევა ეს ყველაფერი ის არის რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა, ახლა თვითონაც შემოიჭრა ამ პოლემკიაში და დასწყევლა მარგველაშვილი, რეალობა ის არის რომ ქვეყანა არის ამ ერთი მილიარდერის რომელიც ფიგურალურად რომ ვთქვათ ქურდად დაჯდა და ზის და ყავს საქართველოს“,-განაცხადა დარჩიაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბრისას

რაც შეეხება გიორგი მარგველშვილის გაერო-ში ვიზიტზე ყოფილი პრემიერის პოზიციას დავით დარჩიაშვილის აცხადებს, მთავრობის და უმრავსლეობის პოზიცია სინამდვილეში მისი პოზიციიაა „ ეს სინამდვილეში არის მისი პოზიცია , მთავრობა არის მისი გამხმოვანებელი ეს ყველაფერი არის დიდი სირცხვილი უსუფაშვილის პირველ რიგში რომ ასეთი ერთი მილიარდერის ხელის შემყურე მთავრობა დაამტკიცა და მის მიმართ ნდობას იჩენს პარლამენტი“,-განაცხადა დავით დარჩიაშვილმა, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ „ნაციონალებს“ პრეზიდეტსა და პრემიერს შორის დაპირისპირება ძალიან აწყობს, დარჩიაშვილი ამბობს რომ ყველა თავისი საზომით საზღვრავს.