“პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაში თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს, ჩემთვისაც ცნობილია”

“პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაში თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს, ჩემთვისაც ცნობილია”

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაში , აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს, მისთვისაც ცნობილია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციით, გაერო-ში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის ორგანიზებაში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ როგორც მას ეუბნებიან, ეს მართლაც ასეა.

"მე როგორც მეუბნებიან, ეს მართლაც ასეა", - აღნიშნა წულუკიანმა.