აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა  აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს დელეგაციას „ზაგულბას“ სასახლეში ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.