საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ , აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციას გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ის კონკრეტული პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სარტანსპორტო სფეროებში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს.