უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე სამჯერ განხორციელდა თავდასხმა

უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე სამჯერ განხორციელდა თავდასხმა

"ბოევიკები" ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები აძლიერებენ თავდაცვას.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.

"ტერორისტები აგრძელებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეშად დარღვევას. გასული ღამის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების პოზიციების მიმართულებით სამჯერ განხორციელდა თავდასხმა დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე", - განაცხადა დიმიტრი ტიმჩუკმა.

მისივე თქმით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან საკუთარი ჯარები გაჰყავს, თუმცა ტოვებს სამხედრო ინსტრუქტორებს.