მაია ფანჯიკიძე ავლაბრის რეზიდენციაში უკვე მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ავსტრიელ კოლეგასთან ერთად მივიდა.
მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრამდე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს შორის აუდიენცია სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართება.
რაც შეეხება ფანჯიკიძე-მარგველაშვილის შეხვედრის თემას, როგორც მაია ფანჯიკიძემ დღეს განაცხადა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკუთარ პოზიციას გააცნობს, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაცია.