უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი დღეს გაიგზავნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს, მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე , საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

"უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებით პროცედურა მთლიანად დასრულებულია. მთავრობის სხდომის შემდეგ უკვე მეცოდინება კონკრეტული საათი, როდის გაფრინდება სატრანსპორო თვითმფრინავი", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის ინფორმაციით, ჰუმანიტარულ ტვირთში შედის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, ვაქცინა ბავშვებისთვის, პირველადი დახმარების საგნები. ტვირთი საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა.