პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თანამდებობიდან გადადგა. მან ქვეყნის პრეზიდენტს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ტუსკის თხოვნა გადადგომის შესახებ უკავშირდება დეკემბრიდან ევროპული საბჭოს თავმჯდომარის ფუქციის შესრულებას.ტუსკი  ამ თანამდებობაზე 30 აგვისტოს აირჩიეს.

უკვე ცნობილია პოლონეთის სამთავრობო კოალიციის კანდიდატის ვინაობა პრემიერის პოსტზე. ამ თანამდებობაზე ქვეყნის სეიმის მარშლის, ევა კოპაჩის კანდიდატურა დასახელდა.

პოლონეთის კანონმდებლობით, პრემიერის გადადგომა ითვალისწინებს მინისტრთა კაბინეტის გადადგომასაც. ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება 25 სექტემბრამდე უნდა განხორციელდეს.