რიგ შემთხვევაში მე დავინახე, რომ ბრალდების მხარემ ბრალის დამტკიცება ვერ მოახერხა

რიგ შემთხვევაში მე დავინახე, რომ ბრალდების მხარემ ბრალის დამტკიცება ვერ მოახერხა

რიგ შემთხვევაში მე დავინახე, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა ბრალის დამტკიცება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულის მიუხედავად არ მიაჩნია, რომ რიგი ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი პროცესი პოლიტიკური დევნის ნიშნებს შეიცავს.

"პოლიტიკურ თემებზე კითხვები ისმება არჩევნების დროს და ვერდიქტი გამოაქვთ ამომრჩევლებს თავიანთი ხმის მიცემით. ეს ვერდიქტი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, სამი არჩევნების გზით იქნა გამოტანილი, როცა ის ხელისუფლებას ჩამოაშორეს და გადაიყვანეს ოპოზიციაში. ესაა პოლიტიკური ვერდიქტი. აქ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლიტიკური ანგარიშსწორება მთავრდება. პოლიტიკური დევნა მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. დღეს გვაქვს სისხლის სამართლებრივი კითხვის ნიშნები. სისხლის სამართლებრივი კითხვის ნიშნების დასმა, თუ ეს, რეალურად, სისხლის სამართლის საქმეზე კითხვების დასმაა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, თითოელი ჩვენგანის ვალდებულებაა, ამ პროცესს პატივი ვცეთ. მე არაერთხელ მოვუწოდე ყოფილ პრეზიდენტსაც, რომ პატივი უნდა სცეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და კითხვებს გასცეს პასუხი. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს სასამარლო პროცესები, რიგ შემთხვევებში მე დავინახე, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა ბრალდების დამტკიცება. გამოიკვეთა დამოუკიდებლობა ჩვენი სასამართლო სისტემის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პარტნიორების მხრიდან კითხვის ნიშნები ისმება. "ამ საკითხზე პარტნიორების მხრიდან კითხვის ნიშნები ისმევა. დაგიდასტურებთ, რომ ამ კუთხით არის რთული ვითარება, რადგან ძალიან ბევრ შეხვედრაზე წამოწეულა ეს თემა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.