„საკითხს, რომელიც 2008 წლის შემდეგ „გაჭედილი“ იყო, პოზიტიური კუთხით წერტილი დაესვა“

„საკითხს, რომელიც 2008 წლის შემდეგ „გაჭედილი“ იყო, პოზიტიური კუთხით წერტილი დაესვა“

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს თავდაცვითი შეიარაღების შეძენის შესაძლებლობა უნდა მისცენ.

მისი თქმით, ეს ნატო-საქართველოს პაკეტში პირდაპირ ჩაიწერა. ალასანიამ ამ თემაზე „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.

„თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებულმა ძალებმა მასზე დაკისრებული მოვალეობა რომ კარგად შეასრულონ, შეიარაღება სჭირდებათ. ეს საკითხი, შეიძლება ითქვას, 2008 წლის შემდეგ "გაჭედილი" იყო. ყველა ერიდებოდა საქართველოსთან თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე, ან მოყიდვაზე საუბარს. ამ საკითხს წერტილი პოზიტიურად დაესვა. პირდაპირ წერია ნატო-საქართველოს პაკეტში, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა მისცენ საქართველოს შესაძლებლობა, შეიძინონ თავდაცვითი შეიარაღება, კონკრეტულად, საჰაერო თავდაცვა, ანტისატანკო, ანტიმობილური შესაძლებლობები, რაც საქართველოს სჭირდება, რომ დაიცვას თავი შესაძლო აგრესიისგან. ეს საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს ცა დაფარული, ჯარისკაცებს კი ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაუპირისპირდნენ მოწინააღმდეგეს ადეკვატურად. ეს შესაძლებლობები საქართველოს გაუჩნდება ეტაპობრივად“, - განაცხადა თავდაცვის მინიტრმა.