„გაეროში საქართველოს ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს და ეს პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს “

„გაეროში საქართველოს ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს და ეს პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს “

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ აშშ-ში ორი დელეგაციეს გამგზავრება უხერხულობას აუცილებლად შექმნის.

„მთავრობაში გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია გაეროს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს პრემიერ-მინისტრმა და სამთავრობო დელეგაციამ. მეც, როგორც გარკვეული გამოცდილების მქონე დიპლომატი, რომელიც ვმუშაობდი გაეროში, ვთვლი, რომ ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას და ეს უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ თუკი გადაწყდება, რომ მეორე დელეგაციაც გაემგზავრება და ეს გარკვეულ უხერხულობას აუცილებლად შექმნის, მაშინ უნდა იყოს მკაფიო შეთანხმება გზავნილებზე, რა გზავნილებსაც დელეგაცია მიაწოდებს გაეროს თუ სხვა ორგანიზაციებს, სადაც შეხვედრები იქნება“, - განაცხადა ალასანიამ.