„საქართველო განუყოფელი ნაწილი უკვე გახდა ევროატლანტიკური სივრცის“

„საქართველო განუყოფელი ნაწილი უკვე გახდა ევროატლანტიკური სივრცის“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, რამდენად სჯობს მისი აზრით, უელსის სამიტის შედეგი საქართველოსთვის „მაპს".

„აუციელბელია ამ შემთხვევაში მთელი კონტექსტი აღინიშნოს, რაშიც სამიტი ჩატარდა. ესაა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია, ერაყში მიმდინარე ე.წ. ახალი დაპირისპირება ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ამ ძალიან ცხელ საკითხებშ, სადაც მსოფლიო ლიდერები პირდაპირ არიან ჩართულნი, საქართველომ რომ ასეთი შედეგი მიიღო, ასეთი აქცენტი რომ იყო საქართველოს დაახლოებაზე NATO-სთან, ჩვენი თვდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო განუყოფელი ნაწილი უკვე არის ევროატლანტიკური სივრცის. პირდაპირ წერია პაკეტში, რომ საქართველო და NATO ერთად იზიარებს ევროატლანტიკურ სივრცეს და იმ საფრთხეებს, რაც ამ სივრცეში არის. აქედან გამომდიანრე, მგონია, რომ სამიტიდან მივიღეთ ის მაქსიმუმი, რისი მიღებაც ამ ეტაპზე შეიძლებოდა. შემდეგი სამიტი, რომელიც 2016 წელს ჩატარდება, შინაგანად დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დიდი სიახლეების შემცველი იქნება. ის, რომ საქართველო სამიტზე როგორც NATO-ს წევრი მიიწვიონ, იმაზე იქნ ება დამოკიდებული, რადმენად სწორად დავიწყებთ ცხოვრებაში იმის შესრულებას, რაც პაკეტითაა გათვალისწინებული. უკვე დაწყებულია გეგმაზე ზრუნვა. დღესაც იყვნენ თავდაცვის სამინისტროში NATO-ს წარმომადგენლები და უახლოეს მომავალში გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტსაც ველოდებით“, - განაცხადა ტავდაცვის მინისტრმა.