„პოლიციის რეაგირება სწორია, მაგრამ წინაპირობა უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა და არა დაშინება“

„პოლიციის რეაგირება სწორია, მაგრამ წინაპირობა უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა და არა დაშინება“

გიორგი მარგველაშვილის პოლიციის მიერ განხორციელებულ რეიდებს გასმოეხმაურა და განცხადა, რომ კრიმინალი მაშინ დამარცხდება, როცა საზოგადოება პოლიციელში დამცველს დაინახავს და არა საშიშროებას.

„ის ფაქტი, რომ პოლიციამ რეაგირება მოახდინა იმ ვითარებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა და იმ კოშმარებზე, რომელიც რამდენიმე ოჯახს დაემართა, ეს იყო სწორი, მაგრამ ამ რეაგირების წინაპირობა უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა და არა საზოგადოების დაშინება. სტაბილურობა  საზოგადოების  მდგომარეობს იმაში, რომ შენ პოლიციელში ხედავდე დამცველს და არა საშიშროებას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური პოლიციური ოპერაციების ჩატარება, მაგრამ ამოსავალი არის ადამიანის უფლებები და ამ პოლიციურ ოპერაციებში ძალიან აქტიურად უნდა ჩავრთოთ საზოგადოება. როგორც კი ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები აქტიურად ჩავერთვებით პოლიციის დახმარებაში, ან თუნდაც რაიმე პრობლემის დროს აქტიურად დავურეკავთ პოლიციას, არ შეგვეშინდება, ვითანამშრომლებთ, როცა საზოგადოება ბოლომდე მიენდობა თავის პოლიციას,იმ მომენტიდან დამარცხდება კრიმინალი.  ეს ნდობა მუდმივად გასაღრმავებელია. მას ფორმიანი ადამიანის არ უნდა ეშინოდეს“, - განაცხადა მარგველაშილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ეთერში.