„საქართველოს პრეზიდენტი წავა და იქნება ამერიკაში“

„საქართველოს პრეზიდენტი წავა და იქნება ამერიკაში“

 როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“- ის ეთერში განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშრებით ინტენსიურ მუშაობა მიმდინარეობს.

 „ვმუშაობთ ინტენსიურად სირთულეებია კომუნიკაციაში. ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე არის როლების მოთელვა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი წავა და იქნება ამერიკაში. მე პრემიერსაც ნაყოფიერ და ეფექტურ ვიზიტს ვუსურვებ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ღირსეულად იქნეს წარმოდგენილი, მაგრამ პრეზიდენტის უფლებამოსილება არ უნდა შევკვეცოთ. ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციიდან მაღალი დემოკრატიის ხარისხით გამოვალთ. მე ვახორციელებ ჩემს ვალდებულებას ნელ-ნელა ყოველგვარი სკანდალის გარეშე, ვნებათაღელვის დაცხრობის ფონზე მივალთ იმ გააზრებამდე, რომ ქვეყანში არის პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი და ყველას მათ გააჩნიათ თავისი კონსიტიტუციური უფელბები და ეს არ არის გემოვნების თემა ვის რა მოსწონს, ეს არის ჩვენი ვალდებულებებია“, - განაცხადა მარგველაშილმა.

პრეზიდენტმა ასევე,  საგარეო საქმეთა სამინსიტრო მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრადა აღნიშნა, რომ განცხადებები კონსტიტუციურ რეალობას სრულად არ ასახავდა.

 „მიერ მიმაჩნია, რომ ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა სამინისტროს მიერ სრულად არ ასახავს კონსტიტუციურ რეალობას. მე მგონია, რომ როცა პრეზიდენტი თავის სახელზე იღებს მიპატიჯებას, მისი საქმეა უპასუხოს ამ წერილს და არა სხვა უწყებების საქმე, რომ უპასუხონ ასეთი ტიპის მიმოწერას. პრეზიდენტს გააჩნია შესაბამისი უნარიც წერილის დაწერის, პასუხის გაცემის და თავის პოზიციის დაფიქსირების. ჩემს მიერ გასულ კომუნიკაციას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ყველა უწყება, რომელიც ფუნქციონირებს არის არა მთავრობის სამინისტრო, არამედ სახელმწიფოს, საქართველოს სამინისტრო. შესაბამისად, სამინისტროები არა მარტო მთავობის მიმართ, არამედ ზოგადად სახელმწიფოს და მათ შორის პრეზიდენტის მიმართაც არიან ვალდებულნი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.