აშშ-ს საჰაერო სივრცეში რუსეთის ფოტოსადაზვერვო თანამგზავრი აფეთქდა

აშშ-ს საჰაერო სივრცეში რუსეთის ფოტოსადაზვერვო თანამგზავრი აფეთქდა

აშშ-ს ტერიტორიზე, საჰაერო სივრცეში რუსეთის სამხედრო ფოტო-მზვერავი თანამგზავრი ""Космос-2495"" აფეთქდა. ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით , ინციდენტი ერთი კვირის წინ მოხდა თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საღამოს გახდა ცნობილი.

კერძოდ, ინციდენტი 2 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე მოხდა. ცეცხლოვანი ბურთის ნახვა შესაძლებელი იყო ცაში ცენტრალურ კოლორადოსა და სამხრეთ უაიომინგის შტატებში.

თანამგზავრს სურათები რუსეთის ტერიტორიაზე უნდა დაებრუნებინა, მაგრამ ატმოსფეროში სამუხრუჭე შეცდომის შედეგად ამერიკის ტერიტორიაზე ვარდნა დაიწყო. თანამგზავრი თვითგანადგურების შედეგად აფეთქდა.

აღნიშნული თანამგზავრი მიმდინარე წლის მაისში გაუშვეს, რომლის წონა დაახლოებით 7 ტონას შეადგენს. ასეთი ტიპის თანამგზავრიდან ხდება გადაღებული ფირების პატარა კონტეინერებით დედამიწაზე გამოგზავნა, რომლებიც ორენბურგის ტერიტორიაზე ეშვება.