“ეს ჩვეულებრივი პრევენციული მოწოდებაა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება”

“ეს ჩვეულებრივი პრევენციული მოწოდებაა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უწყების მოწოდება ბავშვების აცრასთან დაკავშირებით, პრევენციულ ხასიათს ატარებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მშობლებს, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს ბავშვების აცრის სტატუსის გადამოწმებისკენ მოუწოდა. გამყრელიძის თქმით, იმუნიზაცია ერთადერთი საშუალებაა სხვადასხვა ინფექციებისგან თავის დასაცავად.

“ეს ჩვეულებრივი პრევენციული მოწოდებაა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება და არაფერია საგანგაშო. საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით, ჩვენთან აცრების ძირითადი ნაწილი 5 წლის ასაკში მთავრდება, როდესაც ბავშვები უკვე სასკოლოდ ემზადებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ გავაუჯობესოთ ქვეყანაში იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებელი. ამიტომ ვთხოვეთ და მოვუწოდეთ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, მშობლებს, რომ სკოლაში თუ ბაღში შესვლის წინ გადაამოწმონ თავიანთი შვილის აცრის სტატუსი, აცრილია თუ არა 5 წლის ასაკში ბავშვი ყველა იმ 11 ინფექციის საწიონააღმდეგოდ, რომელსაც ჩვენი ეროვნული კალენდარი ითვალისწინებს და თუ გამოტოვებულია, რომელიმე აცრა ვთხოვთ მიმართონ პოლიკლინიკებს ბავშვების ასაცრელად”, – განაცხადა გამყრელიძემ “იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

მისივე თქმით, კერძო და სახელმწიფო სექტორში არსებულ ვაქცინებს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს.