აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან 648 მძევალი გათავისუფლდა

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან 648 მძევალი გათავისუფლდა

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან მოყოლებული 648 მძევალი გათავისუფლდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხდა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები 500 მძევლის გასათავისუფლებლად.

როგორც ანდრეი ლისენკომ ბრიფინგზე აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან ტერორისტებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების პოზიციების მიმართულებით 89 გასროლა მოახდინეს.

5 სექტემბერს მინსკში საკონტაქტო ჯგუფის სამმხრივი შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა პროტოკოლს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.