ხალხის რისხვა გარდაუვალია და ხელისუფლება ცდილობს, ეს

ხალხის რისხვა გარდაუვალია და ხელისუფლება ცდილობს, ეს "ნაციონალურ მიძრაობას" დააბრალოს

გიგი უგულავა აცხადებს, რომ რევოლუციისკენ მოწოდების შემცველი წერილი, რომელიც პრესაში მისი სახელით გავრცელდა, მას არ ეკუთვნის.

როგორც უგულავამ საქალაქო სასამართლოში რიყის ტერიტორიისა და "ტელეიმედის" საქმის განხილვისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც დააკავეს, გატეხეს მისი "იმეილი", რაზეც უგულავას თქმით, ფორმალური გამოძიება მიმდინარეობს.

"ცნობილია იმ პირთა ვინაობა, ვინც "იმეილი" გატეხა, თუმცა გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს. მომავალშიც არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი წერილები გავრცელდეს, თუმცა ეს ჩემი არ იქნება. მე თუ რამე მექნება სათქმელი, სასამართლოში ვიტყვი", - განსცხადა უგულავამ და მოსამართლეს სთხოვა, განცხადებებისთვის რამდენიმე წუთი დაუთმოს ხოლმე.

ამასთან, უგულავა აღნიშნა, რომ ხალხის რისხვა გარდაუვალია და ხელისუფლება ცდილობს, ეს "ნაციონალურ მიძრაობას" დააბრალოს.

"გაათკეცებული კრიმინალისა და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ხალხის რისხვა გარდაუვალია, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება კი ცდილობენ, ეს "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალონ", - განაცხადა უგულავამ.