დაკავებულის ახლობლის ინფორმაციით, პოლიციამ სპეცოპერაციისას ელექტროშოკი გამოიყენა

დაკავებულის ახლობლის ინფორმაციით, პოლიციამ სპეცოპერაციისას ელექტროშოკი გამოიყენა

ქვემო ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ბიძაშვილის ინფორმაციით, პოლიციამ ელიშატ შაფაევი სცემა და მის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ბიძაშვილი ნარკოტიკების რეალიზებას არ ახდენდა.

მისივე განმარტებით, შაფაევი 29 წლისაა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ნარკოტიკების შენახვისთვის იყო დაკავებული, თუმცა 2012 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

"კონკრეტულად არ ვიცი, თუ რის გამო მოხდა მისი დაკავება. იცით, რომ ჩატარდა სპეცოპერაცია. სიცრუეა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ელიშატის მიმართ პოლიციამ გამოიყენა ძალა და ელექტროშოკი", - განაცხადა დაკავებულის ბიძაშვილმა.

ქვემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი ელიშატ შაფაევი. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, საქმე ნარკოტიკებს ეხება.