უკრაინის ტერიტორიაზე "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი ბოინგი 777 დიდი რაოდენობით მაღალენერგიული ობიექტების მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა, რომელიც თვითმფრინავში გარედან მოხვდა. ამის შესახებ ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ პირველად ანგარიშშია ნათქვამი.
"რეისი MH17 - ბოინგ 777-200 "მალაიზიის ავიახაზები" ჰაერში დაიშალა, სავარაუდოდ სტრუქტურული დაზიანებების შედეგად, რაც მაღალი ენერგიის მქონე დიდი რაოდენობის ობიექტების მოხვედრამ გამოიწვია, რომელიც თვითმფრინავში გარედან მოხვდა", - ნათქვამია ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს წინასწარ ანგარიშში.
"მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი ბოინგ 777-ი აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე 17 ივლისს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს განცხადებით, საბოლოო ანგარიშში წლის განმავლობაში გამოქვეყნდება.