„პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ მისი ადგილი არის კარებთან“

„პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ მისი ადგილი არის კარებთან“

მარგველაშვილის ყოფილი მრჩევლის განცხადებით, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არაკორდინირებულობისა და დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია უკვე ქვეყნის საზღვრებს გაცდა.

“ქართულმა ოცნებამ“  პრეზიდენტს  ხელი კრა და მიანიშნა რომ მისის ადგილი კარებთანაა.  ამის გამოძახილია სწორედ ისიც რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი, საერთაშორისო ვიზიტებში ბლოკავს გიორგი მარგველაშვილს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ყოფილი მრჩევლის განცხადებით, ტრაგიკული არაფერია იმაში, რომ გაერო-ს ასამბლეაზე საქართველო ორი დელეგაციით იყოს წარმოდგენილი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მინისტრმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ საერთაშორისო საზოგადოებას წარმოუჩინონ რომ თითქოსდა სახელმწიფოში პირველი პირი არის პრემიერი და არა პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი არ გადათქვამს და ჩვენ გაერო-ს ასამბლეაზე გვეყოლება 2 დელეგაცია ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, ეს გაერო-ში ჩვეულებრივი პრაქტიკაა. აქ საუბარი არის არა დელეგაციებზე, არამედ იმაზე, თუ ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ დელეგაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტი არ უნდა იყოს. პრეზიდენტს არ აძლევენ ხოლმე საშუალებას, სხვადასხვა საერთაშორისო ვიზიტებისას იყოს წარმოდგენილი როგორც სახელმწიფოს პირველი პირი. მარგველაშვილი და ღარიბაშვილი წარმოადგენენ ერთ პოლიტიკურ გუნდს, ის, რომ ვერ მოხერხდა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ელემენტარული შეთანხმების მიღწევა და უფლებამოსილების გადანაწილება, იქნება ეს საგარეო, თავდაცვის თუ სხვა სფეროებში, ეს არის ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი. ჩვენ შემსწრენი ვართ ორ პოლიტიკურ შტოს შორის არაკორდინირებული მუშაობის და დაპირისპირების“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.