ეს გეგმა „ნაცმოძრაობამ“ რომც შეასრულოს, საკითხავია გადაურჩებიან თუ არა მოსახელობას

ეს გეგმა „ნაცმოძრაობამ“ რომც შეასრულოს, საკითხავია გადაურჩებიან თუ არა მოსახელობას

„რეპორტიორთან" საუბარში ექსპერტ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ  დღეს მედიით გავრცელებული თბილისის ყოფილი მერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, გიგი უგულავას წერილი შეაფასა.

„ ამ გეგმით „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება წარმოუდგენელია.  ეს გეგმა „ნაცმოძრაობამ" რომც შეასრულოს, საკითხავია გადაურჩებიან თუ არა მოსახელობას.  ათი კაცის რევოლუცია არ არსებობს, მოსახლეობა უნდა გიჭერდეს მხარს და ესენი ისეთს არაფერს აკეთებენ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ.

დესტაბილიზაცია ქართული საზოგადოების ინტერესში არ არის. ამ გეგმით „ნაციონალები" იმ მდგომარეობის გაუარესებით იმუქრებიან, რაც მოსახელობას დღეს აქვს და ამ გაუარესებით უნდათ ხელისუფლებაში მობრუნება. ამათ ვინმე გაჰყვება? გამორიცხულია."- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.