პოლონეთის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, ევა კოპაჩი გახდეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, ევა კოპაჩი გახდეს

პოლონეთის სეიმის სპიკერი ევა კოპაჩი შესაძლოა,  ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ევრონიუსი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომაროვსკი სწორედ ევა კოპაჩს დაავალებს მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებას.

"ევრონიუსის" ცნობით, ევა კოპაჩი პოლონეთის ისტორიაში პირველი პრემიერი ქალი არ იქნება. 1992-1993 წლებში, ლეხ ვალენსას პრეზიდენტობის პერიოდში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ასევე ქალი - ხანნა სუხოცკა იყო.

პოლონეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს, თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს.