რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და პეტრო პოროშენკომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მშვიდობიანად დარეგულირების გზები განიხილეს.
"დიალოგი კვლავ გაგრძელდება", - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში. საუბრის კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება.
პოროშენკო-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 6 სექტემბერსაც გაიმართა, რომლის დროსაც 5 სექტემბერს, მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დეტალები განიხილეს.