„ხელისუფლების ამოცანა არა ნატო-ს საწვრთნელი ბაზის განთავსება, არამედ საქართველოს რუსული ბაზებისგან გათავისუფლება უნდა ყოფილიყო“

„ხელისუფლების ამოცანა არა ნატო-ს საწვრთნელი ბაზის განთავსება, არამედ საქართველოს რუსული ბაზებისგან გათავისუფლება უნდა ყოფილიყო“

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სახეზეა ხელისუფლების აბსოლუტური უმოქმედობა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში:

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ადგას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დავიწყების გზას. თუ ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უნდა იდგეს რუსული სამხედრო ბაზები, ხოლო დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე - ჯერ საწვრთნელი, ხოლო შემდეგ სხვა ორგანიზაციის ან სხვა სახელმწიფოს ბაზები, ეს ნიშნავს, რომ ერთიანი საქართველოს ტერიტორიაზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ბლოკის ბაზები იქნება განლაგებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვერასოდეს დაწყნარდება და ჩვენ უნდა დავივიწყოთ კონფლიქტების დარეგულირებაზე საუბარი”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.