დავით უსუფაშვილი:   მეტი და მეტი ადამიანი სვამს კითხვას, რას აკეთებს პარლამენტი

დავით უსუფაშვილი: მეტი და მეტი ადამიანი სვამს კითხვას, რას აკეთებს პარლამენტი

პარლამენტში განსახილველი კანონპროექტების საკომიტეტო სხდომაზე გატანამდე, სპეციალური პრესრელიზები მომზადდება, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. პრესრელიზებში რიგითი მოქალაქისათვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს ახსნილი, რას იხილავს პარლამენტი და რატომ.

პრესრელიზების მომზადება პარლამენტის აპარატს დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაავალა და განმარტა, რომ მათი ადრესატი რიგითი ამომრჩეველი უნდა იყოს.

"არასასურველ მოვლენას ვხედავ – მეტი და მეტი ადამიანი სვამს კითხვას, თუ რას აკეთებს პარლამენტი", - აღნიშნა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით არასწორი განმარტებები კეთდება და ადგილი აქვს შინაარსის ფაქტობრივი უზუსტობით გადმოცემის შემთხვევებს.

ამ კონტექსტში უსუფაშვილმა დღეს ისიც აღნიშნა, რომ ზოგჯერ დეპუტატებისთვისაც გაუგებარია, რა წერია კანონპროექტებზე თანდართულ განმარტებით ბარათში და მათი მომზადება ფორმალურ ხასიათს ატარებს.