შს სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე საუბარი არ მიმდინარეობს

შს სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე საუბარი არ მიმდინარეობს

შს სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე საუბარი არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ შს მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არარეალურია.

"ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს, შესაბამისად ეს ინფორმაცია არარეალურია. საკონსტიტუციო კომისიას აქვს დიდი დრო მუშაობისთვის, თუ ამ ეტაპზე დაიწყო მსჯელობა, დისკუსია, არ ნიშნავს, რომ ამავე ეტაპზე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, კომისიას აქვს მსჯელობისთვის გარკვეული დრო", - განაცხადა ლევან იზორიამ.