პეტრო პოროშენკო დღეს დონეცკის ოლქში ჩავა

პეტრო პოროშენკო დღეს დონეცკის ოლქში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სამუშაო ვიზიტით დღეს დონეცკის ოლქს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას liga.net-ი ავრცელებს.

როგორც დონეცკის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პეტრო პოროშენკო ქალაქ მარიუპოლში ჩავა და სხვადასხვა ობიექტებს ეწვევა.

უკრაინული მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით სცადეს მარიუპოლში სამი სხვადასხვა მიმართულებით შეტევა.