დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტის მომხსენებელს ანდრეს მამიკინსს შეხვდა

დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტის მომხსენებელს ანდრეს მამიკინსს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელს ანდრეს მამიკინსს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.

პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვიქტორ დოლიძემ იმ რეზოლუციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ევროპარლამენტში მზადდება და იმედი გამოთქვა, რომ მასში საქართველოსთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სათანადოდ აისახება.

"მამიკინსი ევროპარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციის ადამიანია, რომელიც საქარველოზე იქნება მთავარი მომხსენებელი. რეზოლუციებში, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით შემუშავდება, იმედი მაქვს, მასთან ერთად იქნება შემუშავებული ყველა სტრაგეტიულად მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი – დაწყებული ადამიანის უფლებათა დაცვიდან, დასრულებული დეოკუპაციის პრობლემით. იმედი მაქვს, ყველაფერი შესაბამისად იქნება შეტანილი რეზოლუციებში. ახლა რეზოლუციის მზადდების პროცესში ვართ და ნოემბერში დავასრულებთ მუშაობას როგორც ბრიუსელში, ასევე სტასბურგში, თბილისში და სხვა დედაქალაქებში", - განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბრის თემა იყო საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმები.

"ანდრეს მამიკინსმა ცალსახად განაცხადა, რომ მხარს უჭერს რეფორმებს და კარგად ხედავს, რომ ის სწორად მიდის, რაც სათანადიდ აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციაში", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.