"ბოევიკები" უკრაინული ჯარების პოზიციების დაცხრილვას განაგრძობენ

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორის, დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, რუსი სამხედროები და "ბოევიკები" უკრაინული ჯარების პოზიციების და სამოქალაქო ობიექტების დაცხრილვას განაგრძობენ, მათ შორის მძიმე ტექნიკიდან. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ტიმჩუკმა "ფეისბუქში" დაწერა.

მისი ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის გახსნის 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

"გუშინ საღამოდან მოწინააღმდეგე ახორციელებდა აქტიურ ქმედებებს მარიუპოლში, დონეცკში და დებალცევოში", - განაცხადა დიმიტრი ტიმჩუკმა.

მისივე თქმით, უკრაინული სამხედროები მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო ცეცხლს ხსნიან, ისიც ცეცხლსასროლი იარაღიდან და ავიაციას და არტილერიას არ იყენებენ.