კოლონის შემადგენლობაშია რუსული ტანკები ტ-72ბმ, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “სტრელა 10” და “ვიტიაზის” ტიპის უახლესი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლის ვლადიმერ პოლევოის ინფორმაციით, კოლონა ლუგანსკის ოლქის სამხრეთით შევიდა.
მისივე თქმით, რუსული ჯარი დროებით ოკუპირებულ ყირიმის ჩრდილოეთით შეიარაღებული ძალების კონცენტრირებას აგრძელებს და პირადი შემადგენლობის და ტექნიკის როტაციას ახორციელებს.