თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი, ერაყში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებისთვის სერიოზული ნაბიჯების გადადგმას მხარს უჭერს.
“ის რაც ხდება არამარტო ერაყელებისთვისა და სირიელებისთვისაა საფრთხე, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის და ევროატლანტიკური სივრცისთვის. საქართველო, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მოკავშირე, სრულად მხარს უჭერს აშშ-ის და კოალიციის გადაწყვეტილებას დაიწყოს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ერაყში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებისთვის. იქ მიმდინარე მოვლენებს ყველა აღვიქვამთ, როგორც საკუთარი ქვეყნების მიმართ საფრთხეს და ეს ბოროტება უნდა იქნას აღმოფხვრილი. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამერიკის ქმედებებს ბარბაროსი ძალები საერთოდ ამოძირკვოს. ამაში აშშ-ის და ერაყელ ხალხს ჩვენი თანადგომის იმედი უნდა ჰქონდეს. აქ საქართველოს მხარდამჭერი როლი შეუძლია ითამაშოს, თუმცა ჩვენ ამ თემას ვუღრმავდებით და განვიხილავთ თუ რა სახის მხარდაჭერას გავუწევთ მოკავშირეებს”, – განაცხადა ალასანიამ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.