აშშ-ის თავდაცვის მდივნმა ჩაკ ჰეიგელმა საქართველოში საკუთარი ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა და ააღნიშნა, რომ სურს ქვეყნის პირველ პირებთან თანამშრომლობის შემდეგ ნაბიჯებზე ესაუბროს.
კითხვაზე, საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანი ნატო-ს სამიტის გამოხმაურება და კონკრეტული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციაა, თუ ის რუსეთთან ურთიერთობის გართულებას უკავშირდება და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ჩამოსვლის მიზანი ეს არის, ჰეიგელმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი კონკრეტულ, განსაკუთრებულ პარტნიორობას პირდაპირ უკავშირდება.
“ეს არის მხარდაჭერა, რომელიც ზუსტად ნატო-ს სამიტის შემდეგ ხდება. მსურს აქ გარკვეული დრო გავატარო, შევხვდე მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ვისაუბრო შემგომ ნაბიჯებზე, ვაფართოებთ რა ჩვენს პარტნიორობას და ვეხმარებით რა საქართველოს გაზარდოს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობა არამხოლოდ ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში, რასაც ისედაც ვაკეთებთ, გავაგრძლებეთ და უფრო მეტსაც გავაკეთებთ, არამედ ნატო-ს ფარგლებში. საქართველოში ჩამოსვლა მას შემდეგ მსურდა, რაც თავდაცვის მდივნად დავინიშნე. 2003 წლის შემდგომ მგონი პირველი თავდაცვის მდივანი ვარ, ვინც საქართველოს ესტუმრა. მე და მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე ავღნიშნეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა, ურთიერთობები და მეგობრობა. საქართველო დგას ამერიკის და მოკავშირეების გვერდით, კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში და დარჩება ერთგული იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ ავღანეთს 2015 წლის შემდეგაც დავეხმაროთ. მსურს საქართველოს ლიდერებს ვესაუბრო იმაზე, თუ რა და როგორ შეიძლება გავაკეთოთ უფრო მეტი, პირადად მე როგორც თავდაცვის მდივანმა რა შემიძლია გავაკეთო მომავალში”, – განაცხადა ჰეიგელმა.