როგორც “პირWელს” უკრაინაში საქართველოს კონსულმა კოტე საბიაშვილმა განუცხადა, ქართველი მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქ დონეცკიდან და გორლოვკიდან მიმდინარეობს.
“29 აგვისტოდან შემოვიდა რამდენიმე ზარი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. რამდენიმე პიროვნება იყო დარჩენილი ქალაქ გორლოვკაში ერთი პიროვნება იყო დონეცკში. დახმარების თხოვნის შემდეგ, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მომზადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. 5 სექტემბერს უკრაინელი სამართალდამცველების დახმარებით დონეცკიდან გამოვიყვანეთ ზურა კაკულია, რომელიც ამჟამად დნეპროპეტროვსკში იმყოფება. ძალიან გახარებულია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. დანარჩენი პიროვნებები, რომელიც გორლოვკაში იმყოფებიან, ვფიქრობთ, რომ მათი ევაკუაცია დროულად განხორციელდება. უკრაინის მხარე მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაგვეხმაროს. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს იქ მყოფ ქართველებთან და მათი გადმოყვანის პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს”, - განაცხადა საბიაშვილმა.