ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჰეგელის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით პარტნიორობის გარღმავება და გაზრდა მოხდა.
“რაც შეეხება იმას, განიხილავს თუ არა აშშ საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხს, დიახ და მგონი ამ საკითხზე ჩემს განცხადებაში ნათლად ვისაუბრე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღეევანდელ შეხვედრაზე მე და მინისტრმა ქართული მხარის იმ მოთხოვნის მომავალზე ვიმსჯელეთ, რაც სამხედრო ვერტმფრენების შეძენას ეხება. უფრო კონკრეტული დეტალები ამის უკვე შემდგომი ნაბიჯი იქნება, თუ როგორ მოხდება ეს. ჩვენი ყურადღება მიმართული იქნება იქითკენ თუ რა და რამდენად მეტი უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით”, – განაცხადა ჰეგელმა.