უკრაინული მედია დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში სამოქალაქო პირებს შორის პირველი მსხვერპლის შესახებ იუწყება. "უნიანის" ინფორმაციით , საავადმყოფოში გამთენიისას 33 წლის ქალი შეიყვანეს, რომელიც გულში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. სროლის მომენტში ის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.
სააგენტოს ცნობით, წუხელ "ბოევიკებმა" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და მარიუპოლის შესასვლელთან არსებული ბლოკპოსტი დაცხრილეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი უკრაინელი სამხედროს გარდაცვალების შესახებ.
მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია მარიუპოლში ავტომანქანის დაცხრილვის შესახებ, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მათ შესაბამისი დახმარება სამედიცინო დაწესებულებაში უტარდებათ.