აშშ მიესალმება საქართველოს მიერ გამოჩენილ თავშეკავებას რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში

აშშ მიესალმება საქართველოს მიერ გამოჩენილ თავშეკავებას რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში

რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში ურთიერთობის გაღრმავება ნატო-სა და საქართველოს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პრეზიდენტ პუტინის მხრიდან ვხედავთ საშიშ ნაბიჯებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მიესალმება საქართველოს მიერ გამოჩენილ თავშეკავებას რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში.

"მიმდინარე კამპანია, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინაში ვხედავთ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს რეგიონული უსაფრთხოებისთვის, ისევე როგორც რუსეთის ქმედება საქართველოს მსოფლიოს მიერ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს, სრულად გაიყვანოს სამხედრო ნაწილები საქართველოს ფარგლებიდან.

"მივესალმებით საქართველოს მიერ გამოჩენილ თავშეკავებას. რუსეთის ქმედებები ხანგრძლივ პერსპექტივაში წარმოადგენს საფრთხეს, რასაც ამერიკა და მისი პარტნიორები სერიოზულად მიიჩნევენ", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა.