ამერიკა დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებზე ზრუნვის პროგრამის მხარდაჭერას გააგრძელებს

ამერიკა დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებზე ზრუნვის პროგრამის მხარდაჭერას გააგრძელებს

ამერიკა დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებზე ზრუნვის პროგრამის მხარადაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის  მდივანმა, ჩაკ ჰეიგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამა ამერიკელების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და მის მხარდაჭერას მომავალშიც აპირებს.

"გავაგრძელებთ ამ პროგრამის მხარდაჭერას,  ვინაიდან საქართველო ერთგული და სანდო პარტნიორია ამერიკისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე მოდერნიზაციას. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსადმი მხარდაჭერას, რომ მან მიაღწიოს სურვილს და გახდეს ევროატლანტიკური სივრცის, ნატო-ს წევრი", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება. ჰეიგელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.