ეუთო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილ ოქმს აქვეყნებს

ეუთო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილ ოქმს აქვეყნებს

ეუთო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილ ოქმს აქვეყნებს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი ოქმი გამოაქვეყნა.

როგორც "ბი-ბი-სი" იუწყება, სამშვიდობო გეგმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და პეტრო პოროშენკოს ინიციატივით მომზადდა.

სამშვიდობი გეგმა 12 პუნქტისგან შედგება, მათ შორის -  კომუნიკეში საუბარია იარაღის გამოუყენებლობაზე, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უსაფრთხოების ზონების შექმნაზე, ასევე მძევლებისა და უკანონოდ დაკავებული პირების უპირობოდ გათავისუფლებაზე. კერძოდ, ოქმში აღნიშნულია:

1. სასწრაფოდ უზრუნველყოფილ იქნას იარაღის გამოუყენებლობა ორივე მხრიდან; 2. განხორციელდეს ეუთო-ს მიერ მონიტორინგი და ვერიფიკაცია იარაღის არგამოყენების თაობაზე; 3. განხორციელდეს ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, მათ შორის მიღებულ იქნას უკრაინის კანონი "დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეულ რეგიონებში დროებითი თვითმართველობის შესახებ" (კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ); 4. უზრუნველყოფილი იქნეს მონიტორინგი და ვერიფიკაცია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ეუთო-ს მხრიდან და ასევე შეიქმნას უსაფრთხოების ზონები რუსეთ-უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიასთან; 5. უპირობოდ იქნეს გათავისუფლებული ყველა მძევალი და უკანონოდ დაკავებული ყველა პირი; 6. მიღებულ იქნას კანონი იმის შესახებ, რადგან არ განხორციელდეს იმ პირების დევნა, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობდნენ; 7. გაგრძელდეს ინკლუზიური საერთო ნაციონალური დიალოგი; 8. მიღებულ იქნას ზომები დონბასში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის; 9. უზრუნველყოფილი იქნას ადგილობრივი ვადამდელი არჩევნების ჩატარება უკრაინის კანონის შესაბამისი კანონმდებობით. (კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ); 10. უკრაინის ტერიტორიიდან გამოყვანილი იქნას უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, სამხედრო ტექნიკა და დაქირევებული მებრძოლები; 11. მიღებულ იქნას პროგრამა დონბასის რეგიონის ეკონომიკური აღორძინების კუთხით; 12. უზრუნველყოფილი იქნას კონსულტაციის მონაწილეებისთვის პირადი უსაფრთხოების გარანტიები.

აღნიშნულ დოკუმენტს უკრაინის მხრიდან, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, რუსეთის მხრიდან უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ელჩმა მიხეილ ზურაბოვმა და ეუთო-ს მხრიდან ელჩმა ჰაიდი ტალიავინმა მოეწერეს ხელი.