ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ზავის გამოცხადების შემდეგ უკრაინული ქალაქზე რუსული მხარის მიერ განხორციელებული შეტევის შემდეგ განაცხადა.
“მარიუპოლი არის და იქნება უკრაინის. ამჟამად ქალაქის გამაგრება მიმდინარეობს. იქ გადასროლილია დამატებითი ძალები, მათ შორის ეროვნული გვარდიის პირველი ოპერატიული ბრიგადა. პანიკა საჭირო არ არის”, - აცხადებს ავაკოვი.
მისივე თქმით, რუსებმა “გრადიდან” მინიმუმ 16 გასროლა განახორციელეს.
რუსულმა ჯარმა ზავის პირობები დაარღვია და მარიუპოლის მისამართით ცეცხლი გახსნა. ქალაქის დაცვის შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.