ბატალიონის წევრების თქმით, მზად არიან, დაღუპული თანამებრძოლები თუნდაც ძალის გამოყენებით გამოიყვანონ, თუმცა ზავი ამის საშუალებას არ იძლევა. არც ეუთო და არც წითელი ჯვარი დასახმარებლად არაფერს აკეთებს.
“დავრეკე ყველგან, სადაც შეიძლებოდა, დავრეკე შტაბში, დახმარება ვთხოვე ეუთო-ს და წითელ ჯვარს, თუმცა უშედეგოდ, არანაირი დახმარება. საერთოდ რისთვის იმყოფებიან აქ, არ მესმის”, - აცხადებს ბატალიონის მეთაური სერგეი მელჩინუკი.
უკრაინული მედიის ცნობით, “აიდარის” მებრძოლები ზავის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე მუდმივი დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ გზა გადაუკეტეს ადამიანებმა, რომელთაც უკრაინული დროშები ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც მანქანებმა სიჩქარე შეანელეს, ტყიდან ბატალიონის მისამართით სროლა დაიწყო. ალყაში რამდენიმე ბატალიონის მებრძოლები მოხვდნენ. დაღუპულთა ზუსტი ოდენობა, ასევე მათი, ვინც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რჩება, არ სახელდება.