ირაკლი ალასანია დღეს ჩაკ ჰეგელს შეხვდება

ირაკლი ალასანია დღეს ჩაკ ჰეგელს შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლებს.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა.

პენტაგონის უმაღლესი წარმომადგენელი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.