ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, სასაზღვრო დეპარტამენტს და ნაციონალურ გვარდიას 60 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გაუწევს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ "ტვიტერზე" უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯეფრი პაიეტმა დაწერა.
ელჩის განცხადებით, უკრაინას მიაწვდიან სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობას, მათ შორის ჯავშანჟილეტებს, რადიომიმღებებს, ავტომობილებს, ტელევიზორებს, მედიკამენტებს, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებს და ა.შ.
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ასევე დაეხმარება სტრუქტურულ მოდერნიზაციაში, კიბერუსაფრთხოებასა და ლოგისტიკაში.