უკრაინის უშიშროების საბჭოს ინორმაციით, სეპარატისტების ტყვეობაში 200-ზე მეტი ადამიანი რჩება. უკრაინული მედიის ინფორმაციით , ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
მისი თქმით, შექმნილია უწყებათაშორისი ცენტრი, რომელიც იმუშავებს ტყვეობაში მყოფი პირების დასახმარებლად და უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოსაძიებლად.
უკრაინის უშიშროების საბჭომ ე.წ. დონბასის და ლუგანკის რესპუბლიკების წარმომადგენლებს უკრაინელი მებრძოლების სიები გადასცა, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები ან ტყვეობაში იმყოფებიან.