რუსეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მზად არის ევროკავშირის ახალ სანქციებს უპასუხებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.
"რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან ახალ სანქციებს, იმ შემთხვევაში თუ ის იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან რეაქცია მოჰყვება", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მოსკოვი ევროკავშირის მიერ ახალი სანქციებისთვის მზადებას აფასებს, როგორც პასუხს მინსკის მოლაპარაკებებზე, რომელიც უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას ეხებოდა.
"ევროკავშირი, ფაქტობრივად, უგზავნის მხარდაჭერის პირდაპირ სიგნალს კიევის "ომის პარტიას", რომელსაც არ აწყობს მინსკის შეხვედრების შედეგები", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
სამმხრივი მოლაპარაკებები მინსკში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნე უკრაინული მხარე, ეუთო და დონბასიის თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ოქმს, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას 5 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა აღარ მოიცადოს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ორშაბათიდან, 8 სექტემბრიდან შემოიღოს.