მარგველაშვილი გაეროში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრებაში

მარგველაშვილი გაეროში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრებაში "უხერხულობას" ვერ ხედავს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრებაში "უხერხულობას" ვერ ხედავს.

ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უელსში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამის შეკითხვაზე პასუხად განუცხადა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი აშშ-ში შედგება.

"შემდეგი ვიზიტი იგეგმება შეერთებულ შტატებში. მე მაქვს ვიზიტი, ასევე, თურქეთშიც, მაგრამ ჯერ შეერთებულ შტატებში. მე ვერ ვხედავ ამაში უხერხულობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტს ურჩევს, რომ გაეროში დაგეგმილ ვიზიტზე უარი თქვას, ვინაიდან მაია ფანჯიკიძის შეფასებით, საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულობას გამოიწვევს. აშშ-ში ვიზიტს გეგმავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.