დიახ, მაქვს ამბიცია, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ვიმუშაო!

დიახ, მაქვს ამბიცია, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ვიმუშაო!

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ნინო შუბლაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციაო სამსახურის უფროსად ინიშნება, სოციალურ ქსელ „facebook"-ზე ეხამურება.

„არასოდეს არ გამომითქვამს სურვილი საზმაუში მემუშვა რაიმე სახის თანამდებობაზე.. ახლა რაც გავიგე და რაც მითხრეს ნინო შუბლაძის დანიშვნაზე... საჯაროდ ვამბობ, მე გიორგი ფოფხაძეს, მაქვს ამბიცია, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ვიმუშვო.. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საქართველოში ჯერჯერობით არა გყავთ, არც ერთი ქართველი ტელეჟურნალისტი, რომელსაც ჩემთან მიახლოებული სამუშო გამოცდილება და პროფესიონალიზმი ექნება.. მეორეც,  არასოდეს არც ერთი რეჟიმი არ გამიპრავებია და გამითეთრებია ..

დამისახელეთ საქართველოში ჩემი პროფესიონალიზმის და გამოცდილების მქონე ერთი ტელე ჟურნალისტი მაინც და საჯაროდ რუსთაველის ძეგლის წინ დავდებ პირობას, რომ საერთოდ აღარასოდეს არ გავეკარები ჟურნალისტიკას... აქედან გამომდინარე გეკითხებით მაქვს თუ არა უფლება ეს თანამდებობა მოვითხოვო?"- წერს გიორგი ფოფხაძე.